დადიანების მუზეუმის თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ

მუზეუმის თანამშრომლებმა განცხადებით განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს უკვე მიმართეს.
Sputnik

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაფიცვის გამართვას გეგმავენ, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ზუგდიდიდან.

მუზეუმის თანამშრომლებმა შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს. 

როგორც მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია აცხადებს, ყველა შესაბამისი უწყება ინფორმირებულია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტული პასუხი, თუ როდის შეიცვლება ვითარება, მათ არ მიუღიათ.

დადიანების მუზეუმის თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ

დადიანების სასახლე ზუგდიდის ცენტრში მდებარეობს და ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ადრე ისტორიული სასახლე სამეგრელოს მთავრების დადიანების რეზიდენცია იყო.

დადიანების რეზიდენცია სალხინოში, მდინარე ტეხურის პირას სამეგრელოს მთავარმა ლევან V დადიანმა (1793—1846) XIX საუკუნის პირველ ნახევარში ააგო.

ამ დროისთვის სასახლეში 40 ათასზე მეტი ექსპონატი ინახება. მუზეუმის ოქროს ფონდში დაცულია ანტიკური და შუა საუკუნეების ოქროს ნაკეთობები. უნიკალურ ექსპონატებს შორისაა ღვთისმშობლის კვართი, ნაპოლეონ ბონაპარტის ნიღაბი, XVIII-XX საუკუნეების ევროპელი და ქართველი მხატვრების ფერწერული ნამუშევრები.

 

ნიკა ლატარია