არველაძე: ფორუმის მიზანი ევრაზიის ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებაა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე საუბრობს.
Sputnik
„ამ ფორუმზე ჩვენ განვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის ვაჭრობასთან, სატრანსპორტო დერეფანთან, ენერგეტიკის სფეროსთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ ველოდებით 2000-მდე სტუმარს, რომლებსაც გავაცნობთ საინვესტიციო მიმართულებით იმ სექტორებში არსებულ შესაძლებლობებს, რომელსაც ქვეყანა სთავაზობს. ასევე აქცენტებს გავაკეთებთ სატრანსპორტო დერეფანზე, რათა საქართველომ ამ კუთხით გაზარდოს შესაძლებლობები“, – ამბობს გენადი არველაძე.

„აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო ფორუმი 22-23 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. ფორუმში 60-მდე ქვეყნის დაახლოებით 2000 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმის მთავარი მიზანი ევრაზიის ქვეყნებს შორის სავაჭრო, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გამყარებაა.