ქუთაისში 65 წლის ქალი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან 65 წლის ქალი გადმოვარდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაშავებული იმერეთის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მძიმე დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.