ყვითელი ამბები

როგორ გამოიყურებოდა ქეთა თოფურია პოპულარობამდე – რუსულ მასმედიაში უცნობი ფოტოები ვრცელდება

მოსკოვში გადასვლისთანავე მომღერალმა ცხვირის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რამაც ძალიან შეცვალა.
Sputnik

რუსული გამოცემა peopletalk.ru პოპულარულ ქართველ მომღერალზე ქეთა თოფურიაზე წერს და იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც მომღერალი A'Studio-ში კარიერას იწყებდა.

გამოცემა წერს, რომ ქეთა თოფურია თბილისში დაიბადა, იქ მიიღო მუსიკალური განათლება, თუმცა მას შემდეგ, რაც A'Studio სოლისტმა პოლინა გრიფისმა დატოვა, ქეთას პროდიუსერმა ის ჯგუფის წევრებს გააცნო და ქეთა მალევე აიყვანეს ჯგუფში. ძველ ქეთასთან შედარებით, ახლანდელი ქეთა თოფურია ვიზუალურად ძალიან შეცვლილია. მოსკოვში გადასვლისთანავე მომღერალმა ცხვირის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რამაც ძალიან შეცვალა.

ქეთა თოფურია 2013 წელს ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე გათხოვდა და ორი წლის შემდეგ მათ ქალიშვილი ოლივია შეეძინათ. წყვილი 2017 წელს დაშორდა. შემდეგ ქეთა რეპერ გუფს ხვდებოდა. 2018 წლის ნოემბერში წყვილი სკანდალურად დაშორდა.

ცოტა ხნის წინ ალექსეი დოლმატოვმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ნარკოტიკებზე უარის თქმა სწორედ სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც მის ცხოვრებაში ქეთა თოფურია გამოჩნდა. მისი თქმით, ქეთა პირველივე ნახვისას შეუყვარდა.

„ის ჩემთან მალავდა, რომ ჯერ კიდევ ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა, მას ჰყავდა შვილი და ვერსად ვჩნდებოდი მასთან ერთად, რადგან ის იყო ქეთა თოფურია“, – ამბობს რეპერი.

რამდენიმე დღის წინ ქეთა თოფურიამ ახალი სიყვარულის, 35 წლის დიპლომატის ფოტო გამოაქვეყნა და თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ ამ სიყვარულის სჯერა, გუფს კი ახალი სიყვარული ამ დრომდე არ უპოვია.