ყვითელი ამბები

„ულამაზესი დედა-შვილი!“ – მანიკა ასათიანი ვაჟიშვილთან ერთად გამოჩნდა

უცხო და თვალისმომჭრელი გარეგნობის მქონე მოდელი ტელესახე რამდენიმე წლის წინ გახდა. ახალგაზრდა ტელეწამყვანი ტელეარხ „იმედის“ ერთგული ჟურნალისტია. სხვადასხვა ტელეპროექტებში ჩართულობამ მანიკა ასათიანი სხვადასხვა კუთხით გაგვაცნო. მოდელი და ტელეწამყვანი პატარა ასაკში დაოჯახდა. მას ერთი ვაჟი ჰყავს.
Sputnik

უმშვენიერეს მოდელს და ტელეწამყვანს მანიკა ასათიანს პატარა ოჯახი ჰყავს. იმდენად შეხმატკბილებულად ცხოვრობენ და ჰგვანან ერთმანეთს, რომ ბევრს ისინი და-ძმა ჰგონია. მანიკა ასათიანმა დაუვიწყარი ზაფხული ქმართან ერთად ცეცხლოვან კუნძულ იბიცაზე გაატარა. ტელესახე პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს, მაგრამ სოციალურ ქსელში ულამაზესი ოჯახის ფოტოები ინტენსიურად ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ მისი სავიზიტო ბარათი გამორჩეული გარეგნობაა. წითური თმა, ულამაზესი ღიმილი, თვალ-წარბი, სიმაღლე – მანიკა ასათიანის გარეგნობაში ყველაფერია, რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. გარდა ამისა, მისი მეგობრული ოჯახი ბევრისთვის მისაბაძია. გადატვირთული და გადაღებებით სავსე დღის მიუხედავად მანიკა პირველკლასელ ვაჟს დიდ ყურადღებას აქცევს და, როგორც ჩანს, ბიჭუნას ძიძა არ ზრდის.

მანიკა – მოდელი, ხოლო მისი მეუღლე ბექა წივწივაძე – კალათბურთელია. მეგა-შოუების თანაწამყვანი 17 წლის იყო, როდესაც მომავალი ქმარი გაიცნო და ისინი მალე დაოჯახდნენ. 19 წლის დაფეხმძიმდა და ვაჟი – გიორგი წივწივაძე გააჩინა. პატარა გიორგის Instagram-დან ირკვევა, რომ მას მამისგან განსხვავებით ფეხბურთელობა სურს. მანიკა და გიორგი ფოტოსესიებში მონაწილეობას ერთადაც იღებენ. ამჯერად მანიკამ გადასაღები მოედნიდან სურათი გამოაქვეყნა. როგორც დედა-შვილს შეეფერება, მყუდრო გარემოში გადაღებულმა ფოტომ პოზიტიული კომენტარების ტალღა გამოიწვია.

წყვილი ერთად ხშირად ჩნდება. მანიკას და ბექას სხვადასხვა ღონისძიებებზე გამოჩენა პოზიტივს იწვევს. მოდელის ღიმილი და სპორტსმენის იუმორი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოებზეც კარგად ჩანს, რომ მათი ვაჟიც საკმაოდ პოზიტიური და ენერგიული ბიჭია. ტელეწამყვანის კარიერის დასაწყისში ბიჭის აღზრდაში ბექას დედა ეხმარებოდა. წითური ბიჭუნა მანიკას ასლია, ის პირველ კლასში წელს წავიდა.