ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 12 ოქტომბერს

დღისით ჰაერი 23 გრადუსამდე გათბება.
Sputnik

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს შაბათს, 12 ოქტომბერს თბილი და მზიანი ამინდი ელოდებათ.

მზე 07:08 საათზე ამოვა და 18:25 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +16, დღისით მაქსიმალური კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე წამში 5-10 მერი იქნება, დროგამოშვებით კი 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.