აჯანყება გადაშენების წინააღმდეგ: ეკოაქტივისტების პროტესტი ლონდონში

Sputnik

ეკოლოგიური მოძრაობის „აჯანყება გადაშენების წინააღმდეგ“ წევრმა ბუნების დამცველებმა გლობალური საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ეკოაქტივისტების დემონსტრაციის სურათები.

დასავლეთის ქვეყნებში ეკოაქტივისტების გლობალური აქცია დაიწყო. გრეტა ტუნბერგის ფანები ლონდონის ქუჩებს პერიოდულად კეტავდნენ, მოგვიანებით კი მსგავსი აქციები ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, აშშ-ში და ავსტრალიაშიც კი დაიწყო.

 

1 / 15
გარემოს დამცველებმა საპროტესტო აქცია შვიდ ოქტომბერს დაიწყეს
2 / 15
აქცია ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება
3 / 15
მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა და ხიდი გადაკეტეს, რომლებიც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მიმართულებით მიდის
4 / 15
„აჯანყება გადაშენების წინააღმდეგ“ მონაწილეთა თქმით, ახალ აქციებზე ლონდონში ხუთჯერ მეტი ადამიანი მივა, ვიდრე აპრილში
5 / 15
მაშინ პოლიციამ ათასზე მეტი დემონსტრანტი დააკავა
6 / 15
ბრიტანული პოლიციის ქმედებები გამოირჩეოდა სიმკაცრით
7 / 15
აქტივისტები უფრო მასშტაბური დაკავებებისთვის ემზადებიან. მათი თქმით, უკვე 4000 მეტი ადამიანი გადაიბირეს, რომლებმაც ციხეში რაც შეიძლება დიდხანს ყოფნის სურვილი გამოთქვეს
8 / 15
დემონსტრაციის ორგანიზატორებმა პოლიციას მოუწოდეს არ იჩქარონ დაკავებულების გათავისუფლება, რათა სამართალდამცველების რესურსები ამოიწუროს და იზოლატორები გადაივსოს
9 / 15
აქტივისტებმა სამთავრობო შენობებთან კარვები გაშალეს
10 / 15
დემონსტრანტებმა სამი მთავარი მოთხოვნა წამოაყენეს
11 / 15
ისინი პლანეტაზე კლიმატის ცვლილების შესახებ „სიმართლის“ თქმას მოითხოვენ
12 / 15
ასევე ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონის შემცირება 2025 წლისათვის
13 / 15
და ბოლო - შეიკრიბოს საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც დააკვირდება ეკოლოგიურ რეფორმებს
14 / 15
დემონსტრანტები შეწყვეტენ მიტინგს იმ შემთხვევაში, თუ დიდი ბრიტანეთის მთავრობა მათთან მოლაპარაკებას დათანხმდება
15 / 15
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა დემონსტრანტებს ლონდონის დატოვებისკენ მოუწოდა