გერმანიის ქალაქ ჰალეში უცნობებმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნეს

Sputnik

უცნობმა პირებმა გერმანიის ქალაქ ჰალეში ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში სურათები ტრაგედიის ადგილიდან.

ოთხშაბათს სინაგოგასთან ახლოს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს გამვლელებს, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თავდამსხმელებმა ასევე ხელყუმბარა ისროლეს ებრაულ სასაფლაოზე.

ორი თავდამსხმელიდან პოლიციამ ერთ-ერთის დაკავება შეძლო.

რაიონში, სადაც თავდასხმა მოხდა, პოლიციის დამატებითი ძალები გადაიტყორცნეს. ისინი მოქალაქეებს ყურადღებისკენ მოუწოდებდნენ.

 

1 / 9
თავდასხმა სინაგოგასთან ახლოს მოხდა, ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა ებრაულ სასაფლაოზე ხელყუმბარაც გადააგდო
2 / 9
თავდამსხმელები ცდილობდნენ შეეღწიათ ტაძარში, სადაც იომ კიპურის დღესასწაულთან დაკავშირებით მორწმუნეები იყვნენ შეკრებილები
3 / 9
სროლის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი
4 / 9
ორი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით უნივერსიტეტის კლინიკაში გადაიყვანეს
5 / 9
ტრაგედიის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, ისინი მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ
6 / 9
ადგილობრივ პოლიციაში განაცხადეს, რომ თავდამსხმელები იყვნენ მინიმუმ ორნი
7 / 9
ეჭვმიტანილები შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალნენ, თუმცა, მოგვიანებით პოლიციამ ერთ-ერთის დაკავება შეძლო
8 / 9
ინციდენტის გამოძიება გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო
9 / 9
შემთხვევის შემდეგ ჰალეში პოლიციამ გააძლიერა კონტროლი საქსონიის აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებზე