თბილისში ეუთოს ორდღიანი მედიაკონფერენცია დასრულდა. ღონისძიებაზე მთავარი აქცენტი მასმედიის თავისუფლებასა და ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაზე გაკეთდა.
სამხრეთ კავკასიის რიგით მე-16 მედიაკონფერენციაში მასმედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ.