თბილისი მედიის თავისუფლების თემაზე სამხრეთ კავკასიის მე-16 მედიაკონფერენციას მასპინძლობს

თბილისში ციფრული ტექნოლოგიების პირობებში ახალი ამბების შექმნისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
Sputnik

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში უცხოელი ექსპერტები და ჟურნალისტები მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მე-16 სამხრეთკავკასიურ კონფერენციაზე შეიკრიბნენ, რომელიც მასმედიის თავისუფლების განმტკიცებისა და არახელსაყრელ გარემოში ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება. ღონისძიება ეუთოს მხარდაჭერით ტარდება.

კონფერენციის თემებია: ციფრული ტექნოლოგიების პირობებში ახალი ამბების შექმნა და გავრცელება, ჟურნალისტების უსაფრთხოება პოლიტიკური ცვლილებების დროს და რეგიონში მიმდინარე პროცესები. კონფერენციის სპიკერები იქნებიან საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენლები.

თბილისი მედიის თავისუფლების თემაზე სამხრეთ კავკასიის მე-16 მედიაკონფერენციას მასპინძლობს

„ჩვენთვის დიდი პატივია ამ კონფერენციის მასპინძლობა. ვფიქრობ, რომ ასეთი ღონისძიებები დაგვეხმარება გავიგოთ, თუ რომელ დონეზე ვართ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების საკითხებში", – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ღონისძიების გახსნაზე.

ღონისძიებაზე ორასზე მეტი მონაწილეა დარეგისტრირებული.

თბილისი მედიის თავისუფლების თემაზე სამხრეთ კავკასიის მე-16 მედიაკონფერენციას მასპინძლობს

„ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ასეთი დისკუსიები. იმედი მაქვს, რომ ძალზე საინტერესო განხილვები გაიმართება და თქვენ შორის კომუნიკაცია ამ კონფერენციის შემდეგაც შენარჩუნდება", – განაცხადა მასმედიის თავისუფლების საკითხში ეუთოს წარმომადგენელმა ჰარლემ დეზირმა.