ყვითელი ამბები

თაკო ნაცვლიშვილი 21 წლის გახდა – ფოტოები გრანდიოზული დაბადების დღის წვეულებიდან

თაკო ნაცვლიშვილი სულ რაღაც 21 წლისაა, თუმცა უკვე საკმაოდ პოპულარული მოდელია.
Sputnik

მოდელი თაკო ნაცვლიშვილი დღითიდღე უფრო და უფრო ლამაზდება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე კი უფრო და უფრო იზრდება თაყვანისმცემელთა რეაქციები. მეგობრები და უცნობი ადამიანები აღფრთოვანებული არიან ქართველი მოდელის სილამაზით და გაოცებას ვერ მალავენ.

ქართველი მოდელი ყვითელი პრესის ობიექტი იშვიათად ხდება. მისი პირადი ცხოვრება მუდამ დამალულია, თუმცა ირკვევა, რომ მისი გული ოთო ხუროძეს ეკუთვნის. თაკოს რჩეული 24 წლისაა.

23 სექტემბერს თაკომ Instagram-ზე „სთორიში“ შეყვარებულს დაბადების დღე რომანტიკული ფოტოებით მიულოცა. სოციალურ ქსელში მასთან ერთად ცეკვის დროს გადაღებული ვიდეოებიც დადო. როგორც ჩანს, წყვილმა არაჩვეულებრივი დრო გაატარა.

დღეს კი თავად თაკოს შეუსრულდა 21 წელი, რომელიც მოდელმა მეგობრებთან ერთად აღნიშნა და Instagam-ის „სთორიში“ წვეულების ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა.

თაკო ნაცვლიშვილი სულ რაღაც 21 წლისაა, თუმცა უკვე საკმაოდ პოპულარული მოდელია. უთანამშრომლია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Versace, Giorgio Armani, Dolce & Gabbana, Elie Saab, Christian Dior, Yohji Yamamoto, Ermanno Scervino, Moncler, Antonio Berardi, Roland Mouret, ZUHAIR MURAD, Ralph & Russo.

მისი საყვარელი მოდელი ჟიზელ ბუნდჰენია, საყვარელი ფილმი – knock, საყვარელი ბრენდი – Alexander Mcqueen, საყვარელი დიზაინერი – ჯორჯო არმანი, საყვარელი მსახიობები – ლეონარდო დი კაპრიო და შარლიზ თერონი.

ქართველმა მოდელმა შარშან Victoria Secret-ში მოსახვედრად ბედი მეორედ სცადა. მისი გამოჩენა, წინა წელთან შედარებით, ბევრად უფრო ეფექტური იყო, რადგან მან მოახერხა და კასტინგის ფინალურ ეტაპზე გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერადაც არ გაუმართლა, მისი არაჩვეულებრივი გარეგნობა პაპარაცებისა და უცხოელი ფანების ყურადღების ცენტრში მაინც მოექცა.