ეკატერინე ჩიგოგიძე: არ არსებობს კარგი და ცუდი ადამიანი, არსებობს ბედნიერი და უბედური

ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი ეკატერინე ჩიგოგიძე საუბრობს, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ცხოვრებას ვეუბნებით „კის“.
Sputnik

„შესაძლებელია მოვხვდეთ ისეთ გარემოში, სადაც ჩვენ თავს ყველაზე ცუდი მხრიდან გამოვავლენთ და ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა ცხოვრებას ყველა გამოცდილებაზე ვუთხრათ „კი“. მანამ, სანამ სიცოცხლე გრძელდება, გრძელდება საკუთარი თავის შესწავლა და შეცნობა“, – აღნიშნა ეკატერინე ჩიგოგიძემ.

ქოუჩის განმარტებით, როდესაც ცხოვრებას ეუბნები „კის“, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თანხმდები მხოლოდ იმაზე, რაც შენ მოგწონს, ცხოვრება გთავაზობს ყველაფერს, რაც განკუთვნილია შენი ცხოვრებისეული გამოცდილებისთვის.