ანტიკური რომის ფერები: თბილისში კაპიტოლიუმის კოლექცია გამოიფინება

ექსპონატები რომშია აღმოჩენილი და ჩვენს ერამდე II ს-დან ჩვ.წ.აღ. IV ს-მდე პერიოდით თარიღდება. ასეთი მოზაიკები რომში მდიდარი ადამიანების საცხოვრებელი სახლების კედლებისა და იატაკების მოსართავად გამოიყენებოდა.
Sputnik

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. გამოფენა სახელწოდებით „ანტიკური რომის ფერები. მოზაიკა კაპიტოლიუმის მუზეუმებიდან“ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 10 ოქტომბერს გაიხსნება და 10 დეკემბრამდე გასტანს, ნათქვამია მუზეუმის ფეისბუქ-გვერდზე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ფორმის, ფერისა და ზომის ოცი მოზაიკა. ექსპონატები რომშია აღმოჩენილი და ჩვენს ერამდე II ს-დან ჩვ.წ.აღ. IV ს-მდე პერიოდით თარიღდება. ასეთი მოზაიკები რომში მდიდარი ადამიანების საცხოვრებელი სახლების კედლებისა და იატაკების მოსართავად გამოიყენებოდა.

გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები კაპიტოლიუმის კოლექციის ნაწილია. გამოფენის ორგანიზება იტალიისა და საქართველოს მთავრობების მჭიდრო თანამშრომლობით მოხერხდა.