ყვითელი ამბები

„ჩემი თვალჟუჟუნა მამა და შვილი“- თიკა ფაცაციას ოჯახურმა ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია

თიკა ფაცაციას დიდი ოჯახი ჰყავს. მისი ოჯახის წევრების მიმართ ყურადღება არასდროს წყდება. მართალია, თაყვანისმცენლები მისი ბიზნესმენი მეუღლით მეტად ინტერესდებიან, მაგრამ მამასთან გამოქვეყნებულმა ფოტომ არანაკლები გამოხმაურება გამოიწვია
Sputnik

მოდელი, მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია საზოგადოებისგან დიდი სიყვარულითაა განებივრებული. პოპულარულმა ტელესახემ ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში გამოიჩინა თავი. მისმა განუზომელმა პოზიტივმა, მოდელის აღნაგობამ და უსკანდალო ცხოვრებამ ბევრად მეტი ინტერესი გამოიწვია. ოჯახის წევრებთან ერთად ტელეეკრანებზე არც ისე ხშირად ჩნდება, მაგრამ სოციალურ ქსელში აქტიურობით გამორჩეულმა ვარსკვლავმა სხვა ხერხს მიმართა და თაყვანისმცემლები გააერთიანა. ვირტუალურ სივრცეში თიკას 138 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს.

ბოლო პერიოდის მანძილზე ვარსკვლავმა შვილების ფოტოების გამოქვეუნებით ყურადღება მიიპყრო. თიკას ორი სიმპათიური ვაჟი ჰყავს. ბიჭები დედას ძალიან ჰგვანან და ამას მისი სურათების კომენტარებში უამრავი ადამიანი აღნიშნავს. ფაცაცია სამოდელო კარიერას აღარ მიჰყვება, მაგრამ საკუთარ თავს ძველებურად უვლის. როგორც ჩანს ვარჯიშითა და იოგით არის მოხიბლული. Instagram-ის "სთორებიდან" გამომდინარე, პოლულარული ტელესახე ქალბატონებს ვარჯიშისკენ მოუწოდებს და ყოველ დილით ვაკის პარკში, კოლეგასთან ნინო ხოშტარიასთან ერთად ინტენსიურად ვარჯიშობს.

საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც თიკაზე ნეგატიურ კონტექსტში ისაუბრებს. მისი გარეგნობა, მშვიდი საუბარი, ხმის ტემბრი და როგორც აღვნიშნეთ- ოჯახი, უამრავ ადამიანს მოსწონს.
ცნობილი ქართველი მოდელისა და ტელეწამყვანის პორად ცხოვრებას განიხილავენ, მაგრამ თიკა საკუთარ ოჯახზე ყვითელ პრესასთან თუ მოდულ ჟურნალ-გაზეთებში არასდროს საუბრობს. ყველა ინტერესდება მისი ბიზნესმენი ქმრით, ულამაზესი შვილებით, მშობლებით... ამიტომ, ვარსკლავმა მორიგი ფოტო მამასთან და უფროს ვაჟთან გამოაქვეყნა. კომენტარებში კულახდილი კომპლიმენტებიც შესაბამისია.

თაყვანისმცემლებს შორის, აღმოჩნდნენ ისინი, ვინც თიკას ქმრის ფოტოს გამოქვეყნებას ისევ და ისევ სთხოვენ. „რა ბედნიერებაა. ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ!“; „ლამაზი ოჯახი! მადლობა მამათქვენს, რომ ადეთი კარგი ხართ!“; „ულამაზესი ოჯახი ხართ! საამაყო ქართველები“,- ასე ეხმაურებიან თიკას უახლეს ფოტოს.