ყვითელი ამბები

„ჩემი ბიჭია...“ – თამო ვაშალომიძე შეყვარებულის ფოტოს აქვეყნებს

სკანდალურმა თამო ვაშალომიძემ შვილი 2018 წელს საზოგადოებისთვის უცნობი მამაკაცისგან გააჩინა. ბავშვის მამის ვინაობას თამო დღემდე არ ამხელს.
Sputnik

საზოგადოებისთვის ცნობილი ფოტომოდელი სოციალური ქსელის მომხმარებლებს ლამაზი ფოტოსესიებით ანებივრებს. ქართველი ცნობადი სახის სექსუალური ხასიათის სურათებს უამრავი მოწონება აქვს.

ერთადერთი, რასაც მოდელი ყოველთვის მალავს, მისი პირადი ცხოვრებაა. დაახლოებით ორი წლის წინ ის ბიზნესმენზე თხოვდებოდა, თუმცა როდესაც ბავშვი, პატარა სოფო გაუჩნდა, ახალგაზრდა დედა სრულიად მარტო დარჩა, რადგან, როგორც თავად თქვა, საყვარელ კაცს ტყუილი არ აპატია.

თამომ შვილი 2018 წლის 10 თებერვალს გააჩინა. სხვადასხვა ჟურნალები წერდნენ, რომ თამოს გოლიათი ეყოლა, რადგან პატარა სოფო 4 კილოგრამი დაიბადა. შვილთან ერთად პირველად თოქ-შოუ „პროფილში“ გამოჩნდა და თქვა, რომ შვილის მამის ვინაობას მამაკაცის ოჯახის გამო არ ავლენს, რათა მას პრობლემები არ შეექმნას.

ცოტა ხნის წინ მოდელმა Instagram-ზე „სთორი“ გამოაქვეყნა, სადაც წვიმიან ქუჩებში უცნობ მამაკაცთან ერთად სეირნობს.

მართალია მანქანაში ის ახალ შეყვარებულს მალავს, თუმცა თაყვანისმცემლების შეკითხვაზე, ვისთან ერთად არის მანქანაში, თამომ უპასუხა, რომ ეს „მისი ბიჭია“.