ყვითელი ამბები

ნინო ჩხეიძე ქმარ-შვილთან ერთად ოდესაში ისვენებს – ვარსკვლავური წყვილის უახლესი ფოტოები

ნინო ჩხეიძისა და ბიზნესმენ გიორგი კორახაშვილის წყვილს საზოგადოება დიდი ხანია იცნობს და თვალყურს ადევნებს. მათი პირადი ცხოვრება დიდი ხანია გამოწვევის წინაშე დგას, მიუხედავად ამისა, წლების წინ შექმნილი ოჯახი დღემდე მყარად დგას. ნინო ოდესაში „თბილისობის“ აღსანიშნად გაემგზავრა.
Sputnik

ქართული ესტრადის ერთ-ერთი პოპულარული მომღერალი გასტროლებით სხვადასხვა ქვეყანას ხშირად სტუმრობს. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, როგორც ჩანს, ნინო ჩხეიძე კორპორატიულ საღამოებსაც ამშვენებს. მისი ხმის ტემბრი და დამახასიათებელი  ჟღერადობის მუსიკა ბევრ ადამიანს მოსწონს. ამიტომ ნინო ისრაელს, უკრაინას, საბერძნეთსა და ყაზახეთს ხშირად სტუმრობს. მასაც ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად თვითმფრინავით სარგებლობა არ უყვარს, მაგრამ ქართული ესტრადის წარმომადგენელს სხვა გამოსავალი არ აქვს. მისი მეუღლე წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობს და, როგორც ნინო აღნიშნავს, მათ „ვირტუალური პირადი ცხოვრება“ აქვთ.

ნინო ჩხეიძე და მისი ოჯახი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი და ქმრის ურთიერთობა განსაკუთრებით 2013 წლის მერე აინტერესებთ, როდესაც წყვილი ერთმანეთს დროებით დაშორდა. ცნობილი ოჯახის თანაცხოვრება მრავალ წელს ითვლის. ნინოს და ბიზნესმენ გიორგი კორახაშვილს უმშვენიერესი მარიამი 2002 წელს შეეძინათ, მაშინ, როდესაც მომავალი მომღერალი ჯერ კიდევ ტელე-ჟურნალისტიკის სპეციალობით სწავლობდა.

38 წლის მომღერალს შვილთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. სატელევიზიო ინტერვიუებიდან კარგად ჩანს, რომ მარიამი სერიოზული და გაწონასწორებული გოგონაა. უყვარს უცხო ენების შესწავლა, სურს „დიჯეობა“. აღნიშნავს, რომ დედის რეპერტუარი არ მოსწონს და ქალაქურ ფოლკლორს არ უსმენს, მაგრამ აფასებს ადამიანებს, რომლებსაც უყვართ მუსიკის ეს ჟანრი.

ნინო და მარიამი ერთად მოგზაურობენ. დედა-შვილი გიორგი კორახაშვილს ევროპის სხვადასხვა კუთხეში აკითხავს. ამჯერად გიორგი კორახაშვილის ინიციატივით ნინო უკრაინაში, კერძოდ, ოდესაში გაემგზავრა. „თბილისობასთან“ დაკავშირებით გრანდიოზული კონცერტი რამდენიმე ლოკაციაზე ჩაატარეს და უკან, თბილისში დაბრუნდნენ... მაგრამ ისევ მამის გარეშე.