ჩხეიძე: მაშინვე ვერ დავიმსახურე ხალხის ყურადღება, როცა გავთხოვდი, მერე უფრო გავთამამდი

მომღერალი ნინო ჩხეიძე პოპულარობაზე საუბრობს.
Sputnik

„გათხოვებამდე ძალიან ბევრი მცდელობა მქონდა, მაგრამ მაშინვე ვერ დავიმსახურე ხალხის ყურადღება. თავიდან თითქოს ვერ მივაგენი ჩემს ადგილს. როცა გავთხოვდი, უფრო გავთამამდი, გიორგიმ მითხრა, მოდი ისეთი სიმღერა ჩაწერე, რასაც ფიქრობ, რომ ყველაზე კარგად გამოგივაო“, – ამბობს ნინო ჩხეიძე.

მომღერლის თქმით, სიმღერები, რასაც დღეს მღერის, მისი ნიშაა და სხვებისგან გამოარჩევს.