ბესელია: სულ ემოციებზე ვარ აწყობილი, დიდ ენერგიას ვხარჯავ, რომ ეს ემოციები ვაკონტროლო

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საუბრობს – დაუყრია თუ არა ცხოვრებაში ფარ-ხმალი.
Sputnik

„მე ყოველთვის კრიტიკულად ვუყურებ ჩემ ნაბიჯებს. ფარხმალდაყრილი არასოდეს არავის არ ვუნახივარ და ასეთი ჩემი თავი არც მინახავს. მე ამის უფლებას ჩემ თავს არასოდეს ვაძლევ. ეს ნამდვილად არ არის ადვილი. შეიძლება არ მეტყობა ემოციურობა, მაგრამ სულ ემოციებზე ვარ აწყობილი. ძალიან დიდ ენერგიას ვხარჯავ, რომ ეს ემოციები ვაკონტროლო“, – ამბობს ბესელია.

ბესელიას განცხადებით, სულ ერთ ტონუსში არ არის, სულ ერთ ტემპს ვერ ინარჩუნებს, თუმცა მაქსიმალურად აკონტროლებს თავის თავს.