მარჯნის რიფები მსოფლიოში უდიდესი სტრუქტურაა, რაც ცოცხალმა არსებამ ბუნებრივად შექმნა. კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაბინძურების გამო 100 წლის შემდეგ მარჯნების რაოდენობა შესაძლოა 70%-ით შემცირდეს.
მეცნიერები მთელი მსოფლიოდან თანხმდებიან იმაზე, რომ მარჯნის რიფების მომავლის პროგნოზი არცთუ დამაიმედებელია. ზოგიერთი მათგანი მარჯნების აღსასრულის მოახლოებასაც წინასწარმეტყველებს. ტემპერატურული ცვლილების გამო 2050 წლისათვის მარჯნის რიფები, შესაძლოა, საერთოდ გაქრნენ მსოფლიო ოკეანიდან.