თბილისში რუსული ენის სწავლების უფასო კურსები იხსნება

კურსებზე ჩაწერა 11 ოქტომბრამდე შეუძლიათ 18-დან 35 წლამდე ასაკის პირებს, რის შემდეგაც ენის პროგრამის მონაწილეებისთვის „ღია კარის დღე“ ჩატარდება და მათ პროექტის სპეციფიკას გააცნობენ.
Sputnik

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. რუსული ენის უფასო კურსები თბილისში ევგენი პრიმაკოვის სახელობის საქართველო-რუსეთის საზოგადოებრივ ცენტრში 14 ოქტომბერს გაიხსნება, აცნობა „Sputnik–საქართველოს“ ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. 

„ტოტალური კარნახი" – ენის ნოსტალგია, ანუ რატომაა მოდური იყო განათლებული

კურსებზე ჩაწერა 11 ოქტომბრამდე შეუძლიათ 18-დან 35 წლამდე ასაკის პირებს, რის შემდეგაც ენის პროგრამის მონაწილეებისთვის „ღია კარის დღე“ ჩატარდება და მათ პროექტის სპეციფიკას გააცნობენ. კურსებზე დარეგისტრირებულები, რუსული ენის ცოდნის დონის მიხედვით, ოთხ ჯგუფად დაიყოფიან.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს პროგრამაში 80 ადამიანი მონაწილეობდა, მიუხედავად იმისა, რომ სურვილი გაცილებით მეტს ჰქონდა.

„ჩვენთან მოტივირებული ახალგაზრდები მოდიან, ძირითადად, 22-28 წლის. მათ რუსული ენის სწავლა სურთ, რათა მეტ წარმატებას მიაღწიონ მეცნიერებასა და ბიზნესში. როგორც მოგეხსენებათ, რუსულად, ორიგინალის ენაზე ძალიან ბევრი სასარგებლო სამეცნიერო ლიტერატურის წაკითხვაა შესაძლებელი. ჩვენთან მოდიან ისინი, ვისაც ესმის, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე რუსული ენის ცოდნა აუცილებელია და ამას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან“, — განუცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „Sputnik–საქართველოს“.

როგორც ცენტრში აღნიშნავენ, პროგრამის მონაწილეები ოთხ თვეში ხელშესახებ შედეგებს მიაღწევენ, ვინაიდან მათი სწავლებით თსუ-ის სლავისტიკის ფაკულტეტის საუკეთესო სპეციალისტები დაკავდებიან.