ფოჩხუა: გიორგის გარდაცვალებამდე წარმოვიდგინე, რომ მისი ჭირისუფალი ვიყავი

მომღერალი ელენე ფოჩხუა მისი ძმის გიორგი ფოჩხუას გარდაცვალებაზე საუბრობს.
Sputnik

„ძალიან მძიმე პერიოდი მქონდა. მაინც ყოველთვის მიწევს ამ მძიმე პერიოდთან დაბრუნება. ჩემი კარიერა ჩემი ძმის გარდაცვალებამ შეაჩერა. ოჯახმა ვიცით რაღაც ვერსია, უბრალოდ ამ ვერსიის მოწმე არ გვყავს და ასე ვერ დავასახელებთ ამ ყველაფერს. მაგრამ მე მჯერა, რომ მოვა ამისი დრო და აუცილებლად გაირკვევა ეგ საქმე. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მქონდა ხილვა: წარმოვიდგინე ჩემი თავი, რომ ვიყავი გიორგის ჭირისუფალი და რამდენიმე დღეში მოხდა ეს ამბავი“, – ამბობს ელენე ფოჩხუა.

მსახიობი გიორგი ფოჩხუა 2012 წელს მოკლეს. მისი ცხედარი ზღვაში იპოვეს.