ყვითელი ამბები

„გოგო იქნება თუ ბიჭი, რა მნიშვნელობა აქვს?!“ – ანუკი არეშიძე მეხუთე შვილს ელოდება?

დიზაინერმა და თბილისის მერის მეუღლემ ანუკი არეშიძემ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ყოფილი მოდელი მილანსა და პარიზს მოდის კვირეულის ფარგლებში ეწვია. იზაბელ მარანტის მიერ შექმნილ მოსასხამში ანუკის წამოზრდილი მუცელი დაეტყო.
Sputnik

თბილისის ულტრამოდური მერის კახა კალაძის ცოლი გამორჩეულია სილამაზითა და დახვეწილობით. ოთხი შვილის მშობლები ბევრს მოგზაურობენ. ანუკის ოფიციალური გვერდი საინტერესო ფოტო-ვიდეოებითაა მოცული. საკმარისია მის გვერდზე შეხვიდეთ, სახასიათო სურათები ძალიან დაგაინტერესებთ და აღმოაჩენთ, რომ ანუკი არა მხოლოდ სტილით, არამედ მიკრობლოგის საინტერესო კუთხით წარმოჩენას ცდილობს.

მუდამ ელეგანტური, ტრენდული და რეტრო სტილი ანუკის განუყოფელი ნაწილია. ყოფილი მოდელი ნებისმიერი ზომისა თუ ფერის სამოსს თანაბრად იხდენს. მას უამრავი მიმდევარი ჰყავს როგორც სოციალურ ქსელში, ასევე რეალურ ცხოვრებაში. ანუკის ბრენდი თბილისსა და მაღალი მოდის ქალაქებში ძალიან პოპულარულია. გარდა კაბებისა, დიზაინერმა აქსესუარების შექმნა დაიწყო.

ბოლო პერიოდში ანუკი არეშიძის ფოტოებზე მისი ზურგი უფრო დომინირებს. უკანა ხედით გადაღებული ფოტოები ბევრ მოწონებას იმსახურებს, მაგრამ ამავდროულად თაყვანისმცემლებს გაურკვევლობაში აგდებს. პარიზისა და მილანის მოდის კვირეულიდან გამოქვეყნებულმა ფოტოებმა კი კიდევ უფრო მეტი გაუგებრობა გამოიწვია.

მოდური ჩვენებების ფარგლებში უმშვენიერეს ბრენდულ კაბებს შორის რამდენიმე საკუთარი ხელით შექმნილი სამოსი მოირგო. იზაბელ მარანტის მოსასხამში გამოწყობილ დიზაინერს წამოზრდილი მუცელი ეტყობა, რამაც საზოგადოების დიდი ყურადღება მიიქცია. მისი ფეხმძიმობით დაინტერესებულ „ფოლოვერებს“ ანუკი გულახდილად პასუხობს, რომ კაბა იმგვარადაა გამოჭრილი, თითქოს წამოზრდილ მუცელს უჩენს. მიუხედავად ამისა, თაყვანისმცემლები ანუკის ულოცავენ და ბავშვს ჯანმრთელობას უსურვებენ. ტაბლოიდებს კი ისღა დარჩენიათ, რომ მოვლენების განვითარებას დაელოდონ.