მარგველაშვილი: დღეები იყო, გაღვიძება მართლა არ მინდოდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე და საკუთარ შეხედულებებზე საუბრობს.
Sputnik

„რიგით მოქალაქეებთან კარგი ურთიერთობები მაქვს, მე და „ელიტებს“ კი მაგარი დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. როგორც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მქონდა წარმოდგენა 2012 წელს, დღეს „ქართული ოცნება“ ჩემთვის ზუსტად ასეთივე მიუღებელი ძალაა“, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მას და მმართველ პარტიას შორის განხეთქილება პრეზიდენტად არჩევიდან მალევე მოხდა და იყო დღეები, როდესაც გაღვიძებაც კი აღარ უნდოდა.