თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ტრაგედია მოხდა აშშ-ის ქალაქ კანზას-სიტიში (მისურის შტატი): 4 ადამიანი დაიღუპა ბარში მომხდარი სროლის შედეგად, იუწყება РИА Новости.
„ცხრა გასროლა, ოთხი დაღუპული მე-10 ქუჩის და ცენტრალური ავენიუს კვეთაზე“, - ნათქვამია ტელეარხ FOX 4-ის განცხადებაში Twitter-ზე.
ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა უამბო ტელეარხს, რომ უცნობმა პირმა ესროლა ცხრა ადამიანს, მათგან ოთხი დაიღუპა. ინციდენტი ღამით მოხდა.