რუსეთში საუკეთესო მასწავლებელი გახდა ქართველი ვოლგოგრადიდან

საუკეთესო მასწავლებელს ორი უმაღლესი განათლება აქვს მიღებული და ის ვოლგოგრადის ოლქის ახალგაზრდა პედაგოგების საბჭოს პრეზიდიუმის წევრია
Sputnik

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. კონკურსი „რუსეთის წლის მასწავლებელი - 2019” მოიგო რუსული ენისა და ლიტერატურის 28 წლის მასწავლებელმა ლარისა არაჩაშვილმა ვოლგოგრადის №55 სკოლიდან „ცოდნის ველი“.

მასწავლებელთა დღის წინა დღეს, კრემლის სასახლეში საზეიმოდ გამოაცხადეს საიუბილეო კონკურსის გამარჯვებული „რუსეთის წლის პედაგოგი - 2019". ლარისა არაჩაშვილს პრესტიჟული ტიტულისთვის ბრძოლაში კონკურენციას რუსეთის 85-ვე რეგიონის საუკეთესო პედაგოგები უწევდნენ.

რუსეთში საუკეთესო მასწავლებელი გახდა ქართველი ვოლგოგრადიდან
დასახელდა 2019 წლის საქართველოს საუკეთესო მასწავლებელი

კონკურსის ერთ-ერთი რთული ტური იყო მესამე, სახელწოდებით „მასწავლებელი - ლიდერი“. იგი მოიცავდა ორ რთულ გამოცდას: „საჯარო ლექცია” და „საუბარი მინისტრთან”. კონკურსის ხუთმა პრიზიორმა და განათლების მინისტრმა ოლგა ვასილიევამ განიხილეს სკოლაში აღზრდის საკითხები თანამედროვე გამოწვევების და მასწავლებლებისა და მშობლების ურთიერთობების გათვალისწინებით. ამ ტურში ლარისა არაჩაშვილმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა.

ახალგაზრდა ქართველი ქალის შესახებ ცნობილია, რომ მას აქვს მიღებული ორი უმაღლესი განათლება: პედაგოგიური (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა წოდება, ვოლგოგრადის სახელმწიფო სოციალურ-პედაგოგიური უნივერსიტეტი) და სარედაქციო (ვოლგოგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტი). ის არის ვოლგოგრადის „ლიტერატურისა და რუსული ენის პედაგოგთა ასოციაციის" წევრი და ვოლგოგრადის ოლქის ახალგაზრდა მასწავლებელთა საბჭოს პრეზიდიუმის წევრი.