თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 38 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში დააკავეს. ის საფრანგეთიდან ჩამოფრინდა. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 262 აბი და ორ შეკვრად დაფასოებული ფხვნილი ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც ექსპერტიზა დაინიშნა.
ასეც ხდება: ჯერ ინტიმურ ფოტოებს უგზავნი, შემდეგ კი... შსს-მ ერთი პირი დააკავა >>
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს და ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.