ყვითელი ამბები

ანუკი არეშიძემ შვილს თმა თავად შეჭრა -ნახეთ როგორ გამოიყურება პატარა ვაჩე -ფოტოები

ანუკი არეშიძე თბილისის მერსა და ყოფილ ფეხბურთელ კახა კალაძეზეა დაქორწინებული. ოჯახი წყნეთში ოთხ ვაჟთან ერთად ცხოვრობს
Sputnik

დიზაინერი ანუკი არეშიძე რამდენიმე დღეა ჩამოვიდა მილანიდან, სადაც მოდის კვირეულს ესწრებოდა და Instagram-ის პირად გვერდზე ხშირად აქვეყნებდა ფოტოებს, სადაც ის სხვადასხვა ლუქით იყო წარმოდგენილი.

ანუკი არეშიძე თბილისის მერსა და ყოფილ ფეხბურთელ კახა კალაძეზეა დაქორწინებული. ოჯახი წყნეთში ცხოვრობს. გასული წლის სექტემბერში წყვილს ვაჟი – ნიკოლა შეეძინათ. ის წყვილისთვის მეოთხე ვაჟია.

პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძე 12 წლისაა, მეორე – კახაბერ კალაძე – 7 წლის, ვაჩე კალაძე კი – 5-ის.

ცოტა ხნის წინ ანუკიმ „ინსტაგრამის სთორიზე“ ვაჩეს ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ვარცხნილობის დიზაინი მას ეკუთვნის.