ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 8 ოქტომბერს

სამშაბათს თბილისში 24 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი
Sputnik

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში სამშაბათს, 8 ოქტომბერს ნაწილობრივ მზიან, თბილ ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 07:04 საათზე ამოვა და 18:31 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +14 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +24 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.