თელავში „თელავინო 2019“ იზეიმეს

Sputnik

ქართული ღვინის დღეების „ღვინობისთვე 2019“ ფარგლებში, თელავი ღვინის ფესტივალს „თელავინო 2019“ გაიმართა

1 / 12
ღონისძიება ერეკლე მეორის ისტორიული სასახლის ეზოს ტერიტორიაზე შედგა
2 / 12
ფესტივალზე დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 100-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო, ჭაჭა და ბრენდი იყო წარმოდგენილი
3 / 12
ღია ცის ქვეშ გაშლილ კარვებში ადგილობრივი მეწარმეები ფესტივალის სტუმრებს თავიანთ წამოებულ ხელნაკეთ ნივთებსა და სუვენირებს სთავაზობდნენ
4 / 12
იქვე, ღია ცის ქვეშ მოწყობლი ამფითეატრში, ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა და ესტრადის მომღერლებმა ფესტივალის სტუმრებისათვის კონცერტი გამართეს
5 / 12
ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრები ლიეტვუადან, რომელთა ეროვნულმა ჩაცმულობამ უჩვეულო ხიბლი შემატა ფესტივალს
6 / 12
ფესტივალის სტუმრებს შესაძლელობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა მწარმოებლის ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები
7 / 12
სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მუზეუმის ეზოში ღია ცის ქვეშ მოლბერტებზე გამოფენილი ადგილობრივ მხატვართა ნამუშევრები
8 / 12
ფესტივალის დღეს თელავში ოქტომბრისათვის უჩვეულო სიცხე იყო
9 / 12
სტუმრები სიამოვნებით პოზირებდნენ მინდორზე გაშლილ ხალიჩებთან და ულამაზეს პავილიონებთან
10 / 12
ჩოხა-ახალუხიანი მამაკაცები და ჩიხტიკოპიანი გოგონები, ღოისძიებას განსაკუთრებულ ხიბლს მატებდნენ
11 / 12
ადგილობრივი ანსამბლის მიერ შესრულბულმა ეროვნულმა ცეკვებმა, ფესტივალის სტუმრები ძალია მოხიბლა
12 / 12
ფესტივალი „თელავინო“ კახეთის მეღვინეთა გილდიამ 2014 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, უკვე მეექვსედ იმართება. ფესტივალის მხარდამჭერია თელავის მერიაც