სიკეთისა და ღიმილის დღე: „თბილისობა“ ყველას სიხარულს ანიჭებს

საქართველოს დედაქალაქში უკვე 35-ედ ზეიმობენ ქალაქის დღეს. უყურეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ აღინიშნება ქალაქის ცენტრში „თბილისობა-2019“
Sputnik

საქართველოს დედაქალაქში უკვე 35-ედ ზეიმობენ ქალაქის დღეს. უყურეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ აღინიშნება ქალაქის ცენტრში „თბილისობა-2019“

„თბილისობა“ - გადაჭარბების გარეშე ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია ქვეყანაში. ჰაერში ტრიალებს მწვადის და ახალი ღვინის სურნელი. და, რა თქმა უნდა, ზეიმი არ ჩაივლის ხმაურიანი პურ-მარილის და მხიარულების გარეშე.

„თბილისობა“ უყვართ არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. შემოდგომაზე თბილისში მთელი მსოფლიოდან სტუმრები ჩამოდიან, რათა ბოლომდე შეიგრძნონ ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობა და ამ დიდი ზეიმის ნაწილი გახდნენ.

პირველად დედაქალაქის დღე 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ–ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
2018 წლიდან „თბილისობა“ ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ–კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.