გია ყანჩელი უკანასკნელ გზაზე აპლოდისმენტების ფონზე გააცილეს

დიდებული კომპოზიტორის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული ხელოვნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის.
Sputnik

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ლეგენდარული ქართველო კომპოზიტორი, გია ყანჩელი რუსთაველის თეატრიდან აპლოდისმენტების ფონზე გამოასვენეს, იუწყება პირველი არხი.

კომპოზიტორი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

გია ყანჩელი 84 წლის ასაკში 2 ოქტომბერს გარდაიცვალა.

გია ყანჩელი მრავალი სიმფონიური და კამერული ნაწარმოების ავტორია. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის, ათეულობით კინოფილმისთვის, მათ შორის ისეთი პოპულარული ფილმებისთვის, როგორებიცაა „მიმინო", „შერეკილები", „არ დაიდარდო", „ქინ-ძა-ძა", „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" და სხვ.

„მისი მელოდიები სულის სიმებს ეხებოდა“ - რუსეთში ყანჩელს გლოვობენ

გია ყანჩელი მრავალი პრემიის ლაურეატია, მინიჭებული აქვს საქართველო სახელმწიფო პრემია, რუსთაველის პრემია და „ღირსების ორდენი", პრემია „ნიკე" ფილმისთვის („ქინ-ძა-ძა") დაწერილი საუკეთესო მუსიკისთვის (1987), „ვოლფის" პრემია და სხვ. არის საქართველოს სახალხო არტისტი, მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება (2007). ყანჩელი არის რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემია „ნიკას" აკადემიკოსი.

დიდებული კომპოზიტორის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული ხელოვნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის. კომპოზიტორს გლოვობს ყველა – გამოჩენილი კულტურული და საზოგადო მოღვაწეები, ისინი, ვინც ყანჩელს პირადად იცნობდა და ისინიც, ვინც მის მუსიკაზე გაიზარდა.