ყვითელი ამბები

შორენა ბეგაშვილი ქმარს გაშორდა: რატომ მიატოვა მსახიობმა ირაკლი ნანაძე

ქართული პრესა ბევრს საუბრობდა ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს და შორენა ბეგაშვილს შორის არსებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე
Sputnik

წყვილი ოფიციალურად დიდხანს არ ასაჯაროებდა თავიანთ ურთიერთობას, თუმცა თბილისში პოპულარული ქალის ცხოვრება საიდუმლოდ არ დარჩენილა.

Invictus motorcycle club-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ირაკლი ნანაძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როდესაც ყვითელი პრესა აქტიურად წერდა იმაზე, რომ მსახიობი ცოლიან მამაკაცს ხვდებოდა.

„ბიჭმა შემომხედა და გოგომ ისეთი უთაქა...გატარებ შე ყ...ქალა მეთქი“- რა შეემთხვა ბეგაშვილს

მას შემდეგ დრო გავიდა, ნანაძე ცოლს გაშორდა და იმასაც ამბობდნენ, რომ წყვილი რამდენიმე წლის განმავლობაში ერთადაც ცხოვრობდა.

შარშან შორენას გრანდიოზულ დაბადების დღეზე მათი ერთობლივი ფოტოებიც გავრცელდა და ისიც გახდა ცნობილი, რომ დაბადების დღე ნანაძემ გადაუხადა, ფოიერვერკიც მოუწყო და უცხოელ იუველირს საყვარელი ქალისთვის უძვირფასესი ბრილიანტის ბეჭედიც დაამზადებინა.

ირაკლი ნანაძემ შორენა ბეგაშვილს გასულ წელს ხელი ოფიციალურად სთხოვა და წყვილმა იქორწინა.

თუმცა, როგორც ირკვევა, ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, რასაც განქორწინების ფოტოც მოწმობს, რომელიც ცოტა ხნის წინ ბეგაშვილმა Instagram-ის პირად გვერდზე  დადო.

ბეგაშვილს Instagram-ზე სულ 7 ადამიანი ჰყავს გამოწერილი. ერთ-ერთია invictus motorcycle club-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ირაკლი ნანაძე. აღსანიშნავია, რომ ბეგაშვილმა ირაკლი ნანაძეს Instagram-ზე გამოწერაც გაუუქმა.

 

შორენას  პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, ამიტომ ჟურნალისტების ზარებს არ პასუხობს.