თბილისში შემოწმებული მძღოლების მესამედი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომობილს

კანონში ცვლილებების შეტანამდე სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მართვა ადმინისტრაციული წესით ისჯებოდა.
Sputnik

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ივნისი-აგვისტოს თვეში 90 მძღოლი შეამოწმა, რომელთაგან 34 ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა.

საქართველოში აღნიშნული დარღვევა ექვემდებარება ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში ავტომობილის მართვა 1 აპრილიდან პატიმრობით დაისჯება

ავტომობილის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მართვა 1 ივნისიდან სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაული გახდა. პოლიცია მძღოლებს სპეციალური ტესტების მეშვეობით ამოწმებს – მძღოლი შარდის ანალიზის ჩასაბარებლად ლაბორატორიაში აღარ მიჰყავთ, არამედ მას სპეციალური ტესტებით ადგილზევე ამოწმებენ.

კანონში ცვლილებების შეტანამდე სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მართვა ადმინისტრაციული წესით – მძღოლისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევით ისჯებოდა.

მიუხედავად ამისა, საქართველოში ნარკოპოლიტიკა შერბილებულია.