საქართველოში სოფლის ექიმისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინსტიტუტები გაერთიანდება

მომავალ წელს დაგეგმილია ხელფასების გაზრდა სოფლის ექიმებისა და მედდებისთვის
Sputnik

თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სოფლის ექიმის ინსტიტუტები 2020 წელს გაერთიანდებიან, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარასკევს დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე.

როგორ განაწილდება მილიარდები 2020 წლის ბიუჯეტიდან>>

კაკაურიძის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს სისტემის გაუმჯობესება.

„სისტემის გაუმჯობესების მიზნით, ხდება სასწრაფოებისა და სოფლის ექიმის ინსტიტუტის გაერთიანება. მათ შორის თბილისის სასწრაფო, ბათუმის სასწრაფო ერთი მენეჯმენტის ქვეშ მოექცევა, რაც ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი სახსრების მობილიზებას იწვევს“, – განაცხადა კაკაურიძემ.

სკოლის მასწავლებლის ხელფასი დღეიდან 150 ლარით გაიზარდა

გარდა ამისა, მომავალის წლის შუა პერიოდიდან იგეგმება სოფლის ექიმებისა და მედდების ხელფასების ასი ლარით ზრდა, რაზეც დაახლოებიტ 5 მილიონი ლარი გამოიყოფა, ხოლო მთლიანობაში სასწრაფო დახმარების გაერთიანებაზე –დაახლოებით 40 მლნ ლარი.

ამჟამად სოფლის ექიმის ხელფასია 650 ლარი, ხოლო მედდის – 455 ლარი.

საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების კოორდინაციის ცენტრი შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის მქონე, ეროვპული სტანდარტების შესაბამის 232 ახალ სპეციალურ მანქანას ითვლის. მათ შორისაა რეანომობილები, „სასწრაფო დახმარების“ მანქანები საშუალო და მაღალი გამავლობით.

საქართველოს რეგიონებში სასწრაფო დახმარების 40 სამედიცინო ცენტრი ააშენეს.

საქართველოში საბავშვო ბაღების პედაგოგებს შესაძლოა ხელფასები გაუზარდონ>>

საქართველოს რაიონების უმრავლესობაში „სასწრაფო დახმარებისთვის“ შენობები არ არის. ათობით წლის განმავლობაში სამედიცინო პერსონალი რაიონულ საავადმყოფოებშია „შეფარებული“.