სკანდალური მსახიობი ბევრი ადამიანის ყურადღებას იქცევს. შორენა ბეგაშვილი ის შემთხვევაა, როდესაც ქალბატონებიც კი მისი ფორმებით ტკბებიან, ბევრი კი ცდილობს მისი სტილისა და იმიჯის ათვისებას. ჭორებით მოცული ტელესახე სხვადასხვა გადაცემების ერთ-ერთი ხშირი და რეიტინგული სტუმარია. როგორც ჩანს, მსახიობი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ „რუსთავი 2“-ს ახალი პროექტით დაუბრუნდა.
მსახიობის ინტიმურ როლებს, განსხვავებულ და მხატვრულ ფოტოსესიებს, ან მორიგ სარეკლამო რგოლებს მამაკაცები და ქალბატონები თვალყურს თანაბარი ინტერესით ადევნებენ. აღსანიშნავია, რომ მრავალ ბრენდთან თანამშრომლობის გამო კონკრეტულ კომპანიებს უამრავი მომხმარებელი ჰყავთ. შორენა თავის მოვლას და ვარჯიშს ინტენსიურად განაგრძობს, რათა სექსუალური ფორმები შეინარჩუნოს და უფრო მეტად მომხიბლავი გახდეს.
საზოგადოებისთვის ახალი არ არის, რომ პოპულარულ ქართველ მსახიობსა და ტელეწამყვანს 2013 წლიდან რუსეთში მოღვაწე შეყვარებული ჰყავს. მოტობაიკებით გატაცებული მამაკაცი ირაკლი ნანაძე აღმოჩნდა. ცნობილ მსახიობს სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე კონტრაქტორ კომპანიებს შორის ირაკლი ნანაძე ჰყავდა „დაფოლოვებული“, მაგრამ რამდენიმე თვეა მის „ფოლოვერებში“ ირაკლის ვეღარ ნახავთ. სოციალური ქსელის მომხმარებლები ეჭვობენ, რომ შორენამ 6-წლიანი ურთიერთობა დაანგრია.
„რუსთავი 2“-ზე იუმორისტული „გვიანი შოუ“ დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა შორენა ბეგაშვილმა მიიღო. გარუჯულ და დაკუნთულ მამაკაცებთან ერთად გადაღებულმა ვიდეომ ვნებათაღელვა გამოიწვია. შორენა ბეგაშვილი კი რამდენიმე ფაქტის გამო მძაფრად გააკრიტიკეს. სკანდალურმა შორენამ შავ მანიკიურზე ჯვარი გაიკეთა, რამაც მორწმუნე ქართველები გააღიზიანა. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ შორენა ბეგაშვილს საშუალო სიმაღლე აქვს – ამიკო ჩოხარაძესთან ერთად გამოქვეყნებულმა ფოტომ ფანები გაურკვევლობაში ჩააგდო.