ქართველი ჩოგბურთელი China Open-ს გამოეთიშა

ბასილაშვილმა ვერ შეძლო გასული წლის წარმატების გამეორება და ამიტომაც მსოფლიო რეიტინგში პოზიციებს დაკარგავს.
Sputnik

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაასრულა თავისი გამოსვლა АТР 500 სერიის საჩოგბურთო ტურნირზე China Open.

ტურნირის მეორე რაუნდში ქართველი ჩოგბურთელი ბერძენ სპორტსმენ სტეფანოს ციციპასისთან სამ სეტში: 6:4, 3:6, 2:6 დამარცხდა.

ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო

ბასილაშვილმა პირველი სეტის დამაჯერებლად მოგება შეძლო, მაგრამ მეორე სეტში მოწინააღმდეგემ ინიციატივის საკუთარ ხელში აღება შეძლო და ქართველი ჩოგბურთელი აიძულა ცხრა ორმაგი შეცდომა დაეშვა. ბასილაშვილმა ხუთი ბრეიკ–პოინტიდან მხოლოდ ერთის გამოყენება შეძლო.

ბასილაშვილმა ვერ შეძლო გასული წლის წარმატების გამეორება, როცა China Open-ზე გაიმარჯვა.

ბასილაშვილმა 500-დან 455 სარეიტინგო ქულა დაკარგა, შესაბამისად, ATP-ს რეიტინგში იგი რამდენიმე ადგილით ჩამოქვეითდება.

პეკინის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 3,5 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. ტურნირი 6 ოქტომბერს დასრულდება.