ოჯახური გარჩევა ადვოკატისთვის სისხლის სამართლებრივი დევნით დასრულდა

ოჯახის წევრებმა სასტუმრო ვერ გაიყვეს და ამ საქმეში ადვოკატიც ჩაითრიეს.
Sputnik

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ადვოკატ ნაირა ოტიაშვილსა და მის ორ კლიენტს ცრუ დასმენაში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

ოტიაშვილის დაკავების შესახებ ცნობილი სამშაბათს გახდა. მისმა კოლეგებმა პროტესტის ნიშნად აქცია გამართეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ადვოკატი უდანაშაულოა და სამართალდამცველები ადვოკატების კორპუსზე ზეწოლას ცდილობენ.

დაკავებულია თბილისში გახმაურებული მკვლელობის საქმის ადვოკატი

გამოძიების მონაცემებით, ოტიაშვილი იყო საქართველოს მოქალაქე ქალისა და მისი ქალიშვილის ადვოკატი ამ ქალის ვაჟის წინააღმდეგ საქმეში. დავის საგანი სასტუმრო იყო. დედამ ვაჟი შემაკავებელი ორდერის დარღვევაში დაადანაშაულა. ადვოკატმა კლიენტისა და მისი ქალიშვილის სიტყვები დაადასტურა.

ახლა ოტიაშვილსა და მის კლიენტებს ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სამივე დაკავებულია.

რაც შეეხება კონფლიქტს ოჯახის წევრებს შორის, ის, შსს-ს მონაცემებით, ქონებრივი დავის გამო აპრილში დაიწყო.