ყვითელი ამბები

„სოლიდური თანხა ჩაურიცხა, ალბათ მაპატიებს გენიოსი...“ – ნანუკა ჟორჟოლიანი გია ყანჩელზე

გია ყანჩელი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში, 84 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა. მას დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში შაბათს, 5 ოქტომბერს დაკრძალავენ.
Sputnik

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში კომპოზიტორ გია ყანჩელთან დაკავშირებულ ემოციურ ისტორიას იხსენებს.

ტელეწამყვანი გია ყანჩელის მიერ უკანასკნელ დღეებში გაკეთებულ სიკეთეს იხსენებს და წერს, რომ კომპოზიტორი მისი გადაცემის ნახვის შემდეგ მარტოხელა მამებს დაემარა.

„სოლიდური თანხა ჩაურიცხა სამ მამას, ამ ამბის საიდუმლოდ შენახვის სანაცვლოდ. შემდეგ კიდევ დამირეკა ერთ გოგოზე. უკვე ვიცოდით რომ ესეც ჩვენს შორის უნდა დარჩენილიყო. ალბათ მაპატიებს გენიოსი მისი საიდუმლო რომ გავთქვი. გენიოსი რომ იყო ჩვენ კი არა მსოფლიომ იცის, მაგრამ სწორი მოქალაქე რომ იყო, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

გია ყანჩელი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში, 84 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა. მას დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში შაბათს, 5 ოქტომბერს დაკრძალავენ.

გალა–კონცერტი თბილისობაზე გია ყანჩელს მიეძღვნება

ყანჩელის გარდაცვალებას მთელი მსოფლიოდან ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები.

სამოქალაქო პანაშვიდი კომპოზიტორის სახლში (ტოვსტონოგოვის 6) 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება. ამ სახლში 1904 წლიდან ცხოვრობდა ყანჩელის ოჯახის ექვსი თაობა.

დიდ მაესტროს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.

გია ყანჩელი მრავალი სიმფონიური და კამერული ნაწარმოების ავტორია. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის, ათეულობით კინოფილმისთვის, მათ შორის ისეთი პოპულარული ფილმებისთვის, როგორებიცაა „მიმინო", „შერეკილები", „არ დაიდარდო", „ქინ-ძა-ძა", „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" და სხვ.