დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ყველასთვის ნაცნობ ფაქტებს, რომლებიც სულაც არ შეესაბამება სიმართლეს და მხოლოდ და მხოლოდ მითებია.
მითი N1. საპონი კლავს ბაქტერიებს
სინამდვილეში: საპონი ბაქტერიებს მხოლოდ რეცხავს, მისი მოკვლის გარეშე. თუ ასეა, რატომ ვხმარობთ საპონს? საპონი ხელიდან გვაცილებს ცხიმს, სადაც ბაქტერიები საკმაოდ კარგად გრძნობენ თავს, ეს მათი საკვები წყაროა.
მითი N2. თუ საღეჭ რეზინს გადაყლაპავთ, კუჭში 7 წლის განმავლობაში დარჩება
სინამდვილეში: მიუხედავად იმისა, რომ საღეჭი რეზინის მასა კუჭის წვენში არ იშლება, ის სხეულისგან ბუნებრივად გამოიყოფა. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ გადაყლაპოთ საღეჭი რეზინა და გპირდებით, ის ნამდვილად არ მოიკალათებს თქვენს კუჭში 7 წელი.
მითი N3. თუ ბაყაყებს შეეხებით, მეჭეჭები გაგიჩნდებათ
სინამდვილეში: მეჭეჭები პაპილომავირუსის მიერ გამოწვეული კეთილთვისებიანი წამონაზარდია. ჩვეულებისამებრ ის საზოგადოებრივ ადგილებში, ავადმყოფთან კონტაქტისას გადაეცემა.
პარადოქსია, მაგრამ ბაყაყის კანის გამოკვლევის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ის ისეთ ქიმიურ ნაერთებს შეიცავს, რომლებიც ბაქტერიებს კლავს. ასე რომ, ყველა პრინცესას კვლავ შეგიძლიათ, თამამად აკოცოთ ბაყაყებს.
მითი N4. თმა და ფრჩხილები სიკვდილის შემდეგაც იზრდება
სინამდვილეში: როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მისი კანი გაუწყლოვდება და იკუმშება. ეს ყველაფერი ქმნის ილუზიას, თითქოს ფრჩხილები და თმა იზრდება, რადგან გრძელი გვეჩვენება.
თუმცა, სიკვდილი არ არის მომენტალური პროცესი. როდესაც გული წყვეტს ფეთქვას, ტვინის უჯრედები ძალიან სწრაფად იღუპებიან. მაგრამ ის უჯრედები, რომლებიც ჟანგბადს ნაკლებად იყენებენ, შეიძლება ცოტათი მეტხანს ცოცხლობდნენ. ასე რომ, ტვინის სიკვდილის შემდეგ, პოტენციურად, თმა და ფრჩხილები ოდნავ შეიძლება გაიზარდოს კიდეც.
თუმცა, თუ თქვენ წარმოიდგენთ, რომ კუბოში მიცვალებულს გრძელი კულულები და დახვეული ფრჩხილები ეზრდება, ეს ნამდვილად მითია.
მითი N5. ღამურები ბრმები არიან
სინამდვილეში: ღამურები სულაც არ არიან ბრმები. პირიქით, მათ საკმაოდ კარგი მხედველობაც კი აქვთ.
მითი N6. ანტიბიოტიკები ვირუსებს კლავს
სინამდვილეში: ანტიბიოტიკებს არ შეუძლიათ ვირუსების მოკვლა, რადგან ვირუსებს განსხვავებული სტრუქტურა აქვთ. ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიებს კლავს და ხელს უშლის მათ გამრავლებას.
ასე რომ, არასოდეს გამოიყენოთ ანტიბიოტიკები გაციების სამკურნალოდ, რადგან გაციებას ვირუსები იწვევს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ანტიბიოტიკები მხოლოდ ბაქტერიულ ინფექციებს ებრძვიან.
მითი N7. კაცები სექსზე ყოველ შვიდ წამში ერთხელ ფიქრობენ
სინამდვილეში: მამაკაცი რომ ნამდვილად ფიქრობდეს სექსზე ყოველ შვიდ წამში, როგორ შეძლებდა მუშაობას, ვარჯიშს და, ზოგადად, ნორმალურ ცხოვრებას? ეს, რა თქმა უნდა, მითია. მიუხედავად იმისა, რომ კაცები სექსზე ბევრად უფრო ხშირად ფიქრობენ, ვიდრე ქალები, ეს „7 წამი" აშკარად გაზვიადებულია.
მითი N8. ორსულობის პერიოდში ქალები უფრო სულელები ხდებიან
სინამდვილეში: ორსულობის დროს ქალის ტვინი რეალურად ბევრად უფრო ეფექტურად მუშაობს, ვიდრე ოდესმე. ერთადერთი საიდუმლო ამ ამბავში ისაა, თუ საიდან წარმოიშვა ეს მითი.
მითი N9. ჯანმრთელი კბილები ყოველთვის თეთრია
სინამდვილეში: ბევრის გულის გასატეხად უნდა ვთქვათ, რომ აბსოლუტურად თეთრი და ჯანმრთელი კბილები ბუნებაში არ არსებობს. თეთრი კბილები არის პათოლოგია, ავადმყოფობისა და ადამიანის სხეულში კალციუმის ნაკლებობის ნიშანი.
მითი N10. თუ წვიმაში გაიქცევით, ნაკლებად დასველდებით
სინამდვილეში: თუ გგონიათ, რომ ძლიერი წვიმის დროს გაქცევით თავს უშველით და უფრო მშრალი დარჩებით, ძალიან ცდებით. კვლევებმა აჩვენა, რომ წვიმაში ფეხით ნელა სიარულით უფრო ნაკლებად დასველდებით. თუ ჩვენი არ გჯერათ, შეგიძლიათ ქოლგა სახლში დატოვოთ და ექსპერიმენტი ჩაატაროთ.