136 ათასი ლარის კონტრაბანდული სიგარეტი: სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს

ბრალდებულებს ექვსიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სექტემბერში უაქციზო სიგარეტის უკანონო შენახვა-გადაზიდვის 11 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის აეროპორტში სომხეთის მოქალაქე კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს

სამართალდამცველებმა სამეგრელოსა და ქვემო ქართლში ჯამში 35 ათას კოლოფზე მეტი კონტრაბანდული სიგარეტი ამოიღეს, რომლის საერთო თანხა 136 ათას ლარს აჭარბებს.

აღნიშნულ ფაქტზე 13 პირი ამხილეს, რომელთაგან შვიდი დაკავებულია.

გამოძიება სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.