ნანა ჩაჩუა: დასაქმების გარეშე ცხოვრება მამაკაცში აგრესიასა და გაღიზიანებას იწვევს

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა პიროვნულ ღირსებასა და ადამიანის შრომით მოთხოვნილებაზე საუბრობს.
Sputnik

„ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარ პრობლემებთან გამკლავებას, ყოველთვის განტევების ვაცს ეძებენ, ასეთია ადამიანის ბუნება. კაცს რომ შეეძლოს და აქედან გადააბიჯოს, ანუ ამ რთული სიტუაციიდან საკუთარი თავი შექმნას, მოახერხოს ის, რომ შინაგანი მდგომარეობა ყოველთვის გააწონასწოროს, მაშინ სამოთხეში ვიქნებოდით“, – ამბობს ნანა ჩაჩუა სატელევიზიო გადაცემაში.

სპეციალისტი ამბობს, რომ ადამიანი რამდენადაც ძლიერია, იმდენად სუსტიცაა. მაგალითად მოჰყავს ცნობილი ფსიქოლოგი ვიქტორ ფრანკლი, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა, მაგრამ ბოლომდე შეძლო საკუთარი თავი შეენარჩუნებინა და ბევრი სხვაც გადაარჩინა უმწეო მდგომარეობას.