ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია

ადგილზე მყოფი მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის მოკლე ჩართვამ გამოიწვია, თუმცა ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
Sputnik

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია, ინფორმაცია ქართულ მასმედიაში ვრცელდება.

ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია

ცაბაძის #8-ში ცეცხლი, სავარაუდოდ, სავაჭრო ცენტრის ე.წ. სათამაშოების საწყობში გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, ღია ცეცხლი 200 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 12 სახანძრო ბრიგადა მუშაობს, მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.

ხანძარი ვაკეში: გაურკვეველი მიზეზით ორი ავტომობილი დაიწვა

ადგილზე მყოფი მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის მოკლე ჩართვამ გამოიწვია, თუმცა ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. სავაჭრო ცენტრის ტერიტორია პოლიციას ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრულლი. ცეცხლის კერის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა.

სამაშველო სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლები მოვაჭრეებისა და შენობაში მყოფი სხვა პირების ევაკუაციას ახორციელებენ.