როგორ განაწილდება მილიარდები 2020 წლის ბიუჯეტიდან

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტებია ეკონომიკური ზრდის და მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა.
Sputnik

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2020 წლის ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.

ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ბიურომ დაამტკიცა საპარლამენტო კომიტეტებში დოკუმენტის განხილვის გრაფიკი, რომლის თანახმად, კანონპროექტი დეპუტატების შენიშვნებითა და რეკომენდაციებით 20 ოქტომბერს მთავრობას დაუბრუნდება შესწორებების შესატანად. შესწორებულ ბიუჯეტს მთავრობა პარლამენტს ნოემბერში გადასცემს და ის წლის ბოლომდე დამტკიცდება.

კანონპროექტის თანახმად, ბიუჯეტის მთავარი მიზანია სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ განხორციელების უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, ბიუჯეტში ჩადებული ძირითადი პრიორიტეტებია ქვეყნის მოსახლეობის სოციალური დაცვა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.

რა მონაცემებზე დაყრდნობით არის დაანგარიშებული ბიუჯეტი

საქართველოს მთავრობის პროგნოზით, 2020 წელს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა 5% იქნება.

პროგნოზში გათვალისწინებულია მშპ-ის ზრდის ამჟამინდელი მაჩვენებლები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემები მომავალი წლის მსოფლიო ეკონომიკის ზრდის კუთხით, მათ შორის პროგნოზები საქართველოსთვის.

ამრიგად, მთავრობამ გადაწყვიტა ბიუჯეტის გაანგარიშება მშპ-ის 5%-იანი ზრდის საფუძველზე 3%-იანი დეფლატორის გათვალისწინებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით, საბიუჯეტო დეფიციტი არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ის 2.6%-ს.

2020 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზი

მაჩვენებელი2019 წელი 2020 წელი
ეკონომიკური ზრდა, %4,55,0
დეფლატორი, %4,53,0
მშპ-ის მოცულობა, მლრდ ლარი44,948,5
შემოსულობები კონსოლიდირებულ ბიუჯეტში, მლრდ ლარი11,312,1
ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-თან, %2,72,7
ბიუჯეტის ხარჯები მშპ-თან, %24,623,2

 

სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები დაგეგმილია 14 მილიარდი ლარის დონეზე, მათ შორის შემოსავლები 11 მილიარდი ლარის დონეზეა გათვალისწინებული.

სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა უნდა შეადგინოს 10.3 მილიარდი ლარი, გრანტებმა – 200 მილიონი ლარი, ხოლო სხვა შემოსავლებმა – 515 მილიონი ლარი.

როგორ არის განაწილებული საბიუჯეტო სახსრები

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრება 14,2 მილიარდი ლარის ოდენობით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრები – 13 მილიარდი ლარით, ხოლო დონორების დაფინანსება – 1.2 მილიარდი ლარით.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 2020 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები

 2019 წელი (მლნ ლარი)2020 წელი (მლნ ლარი)
შემოსულობები ბიუჯეტში12 863,814 040,0
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები9 645,010 320,0
გრანტები382,7200,0
ბიუჯეტის ასიგნებები13 090,014 211,9

2020 წელს ყველაზე დიდ დაფინანსებას მიიღებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით 382.6 მილიონი ლარით იზრდება და 4.3 მილიარდს, ანუ ასიგნებების ჯამური მოცულობის 30.6%-ს შეადგენს.

საქართველოში 2020 წლისთვის საბიუჯეტო ასიგნებები სფეროების მიხედვით

ასიგნების მიმართულებაასიგნების მოცულობა, მილიონი ლარიმშპ-ის მიმართ,%
ზოგადი დანიშნულების სახელმწიფო ხარჯები1 723,63,6
თავდაცვა978,42,0
საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება1 209,82,5
ეკონომიკური საქმიანობა2 207,74,6
გარემოს დაცვა102,30,2
კომუნალური მეურნეობა143,30,3
ჯანდაცვა1 118,52,3
დასვენება, კულტურა და რელიგია335,90,7
განათლება       1 539,73,2
სოციალური დაცვა3 512,87,2
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზრდება 71,6 მილიონი ლარით და ორ მილიარდს გადააჭარბებს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება გაიზრდება 132.4 მილიონი ლარით და 1.6 მილიარდ ლარს შეადგენს.