ყვითელი ამბები

„თვალები გიბრწყინავს“ – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მსახიობი მეუღლესთან ერთად გამოჩნდა

ლელა მებურიშვილი ლამაზი ფოტოებით გამოირჩევა. გემოვნებიანმა მსახიობმა დაოჯახების შემდეგ სტილი რადიკალურად შეიცვალა. მეუღლესთან ერთად ვარსკვლავების თავშეყრის ადგილებში ხშირად ჩნდება, მაგრამ მასთან ფოტოებს ძალიან იშვიათად აქვეყნებს. სოციალურ ქსელში წყვილის მორიგმა გამოჩენამ უამრავი მოწონება დაიმსახურა.
Sputnik

ლელა სიყვარულს დიდი ხანი მალავდა, მაგრამ ცნობილმა ტაბლოიდებმა მალე გამოააშკარავეს მისი მეორე ნახევარი. ლელას რჩეული ბიზნესმენი ბაჩო საგანელიძეა, „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ დირექტორი. ლელას სიყვარულს განათლება საზღვარგარეთ აქვს მიღებული და საქართველოში კარიერას დიდი წარმატებით განაგრძობს. წყვილი ერთად მოგზაურობს, მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ბაჩო საჯარო გამოსვლებს თავს არიდებს და კამერებთან ურთიერთობა არ ხიბლავს. წყვილი ტელეგადაცემებშიც იშვიათად ჩნდება.

ბაჩოს თავმდაბლობა და ლელას სილამაზე ბევრ ადამიანს მოსწონს. მიუხედავად იმისა, რომ ლელა მებურიშვილს სამსახიობო კარიერაში პაუზა აქვს, არაორდინალურ და მის შესაფერის ფოტოსესიებში მონაწილეობას ხშირად იღებს. მოდური ჟურნალები, ბრენდული მაღაზიები, სხვადასხვა გასართობი გადაცემები ლელასთან აქტიურად თანამშრომლობენ. "შუა ქალაქში" მიღწეული პოპულარობის პიკი დღემდე არ ნელდება. ლელას სილამაზით აღტაცებული თაყვანისმცემლები მას სურათების გაზიარებას უფრო ინტენსიურად სთხოვენ.

ლელას და ბაჩოს ქორწინებიდან ორი შვილი – ბიჭი და გოგონა ჰყავთ. უფროსი მწვანეთვალება ვაჟი დედის ასლია, ხოლო შავგრემანი გოგო ბაჩოს ჰგავს. ლელას თითოეულ ფოტოს ნახატს მიამსგავსებთ, მაგრამ ბოლო დროს მებურიშვილი ტრენდებს მიჰყვება და მისი სოციალური ქსელის დათვალიერება უფრო დიდი სიამოვნებაა. მსახიობის გვერდზე თაყვანისმცემლები განსაკუთრებით მაშინ ერთიანდებიან, როდესაც ლელა შვილებთან ან მეუღლესთან ერთად პოზირებს. არც ეს შემთხვევა გამოეპარათ ფანებს და წყვილი კომპლიმენტებით აავსეს.