ყვითელი ამბები

დათო ხუჯაძე ლოს-ანჯელესში კონცერტს გამართავს

დათო ხუჯაძე ქართველი მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორია, რომელმაც მაყურებელს თავი ლირიკული სიმღერებით დაამახსოვრა.
Sputnik

თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. ცნობილი ქართველი მომღერალი დათო ხუჯაძე ლოს-ანჯელესში 11 ოქტომბერს კონცერტს გამართავს, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კონცერტი გაიმართება უილშირის ემბელის თეატრში – ლოს ანჯელესის ერთ-ერთ უძველეს საკონცერტო დარბაზში, სადაც უკვე 100 წელია გამოდიან არტისტები სხვადასხვა ქვეყნიდან.

დათო ხუჯაძე – ქართველი მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორია, რომელმაც მაყურებელს თავი ლირიკული სიმღერებით დაამახსოვრა. შემსრულებელი მრავალჯერ იქნა აღიარებული საქართველოში როგორც „წლის მომღერალი“, მიიღო მაყურებლის ჯილდო აზიის ფესტივალზე და გახდა „სლავური ბაზრის“ კონკურსის გრან-პრის მფლობელი.

თავდაპირველად ხუჯაძემ პოპულარობა მოიპოვა ჯგუფი „სახეს“ წყალობით 1997 წელს. ჯგუფი მღეროდა სიმღერებს სიყვარულსა და ურთიერთობებზე. ჯგუფის დაშლის შემდეგ ხუჯაძემ სოლო კარიერა დაიწყო.