როგორ იბადება ღვინო: ფოტოქრონიკა კახური რთვლიდან

Sputnik

საქართველოში რთველი გრძელდება. კახეთში ამ დროისთვის უკვე 186 ათასი ტონა ყურძენია მოკრეფილი და ჩაბარებული.

კახელებმა ყველაზე დიდი რაოდენობით „რქაწითელი“ (116 ათასი ტონა) და „საფერავი“ (61 ათასი ტონა) მოკრიფეს.

ფერმერების დასახმარებლად შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. იგი შექმნილია იმისთვის, რათა გადამუშავების ასეთი მაღალი დონის პირობებში ღვინის საწარმოებში რიგები არ წარმოიშვას.

ექსპერტების შეფასებით, წელს ყურძნის მოსავალი 200-250 ათას ტონას მიაღწევს.

1 / 12
რთვლობას საქართველოში ლამის საკულტო მნიშვნელობა აქვს. ყურძნის მოსავალი არა მარტო ფერმერების შემოსავალს, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკასაც ზრდის
2 / 12
ფერმერები მოკრეფილ ყურძენს საკოორდინაციო შტაბის მეშვეობით მოძებნილ მყიდველ ქარხნებს აბარებენ. ასეთი კი შტაბში 230 საწარმოა დარეგისტრირებული
3 / 12
მას შემდეგ, რაც ფერმერსა და ქარხანას შორის ჩაბარება-მიღების გარიგება დასრულდება, იწყება ყურძნის ღვინოდ გადამუშავების პროცესი
4 / 12
ქარხნები დღე-ღამეში დაახლოებით 10-21 ათას ტონა ყურძენს ამუშავებენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კახეთში წელს უდავოდ მაღალი მოსავალი მიიღეს
5 / 12

უზარმაზარი საწნახლები ლამის გაუჩერებლად მუშაობს ქარხნებში
6 / 12
დაწურული ყურძნის წვენი აქედან პირდაპირ უზარმაზარი ცისტერნებისკენ მიედინება, სადაც უნდა დაღვინდეს კიდეც
7 / 12
ცისტერნებიდან უკვე დაღვინებულ სასმელს დაახლოებით 1,5 წლის შემდეგ "ამოიღებენ"
8 / 12
... და ბოთლებში ჩამოსხმას დაიწყებენ
9 / 12
ღვინის ფასს ყურძნის სახეობა და ხარისხი განსაზღვრავს
10 / 12
კახეთში დღეში დაახლოებით 40 ათასი ბოთლი ღვინო ისხმება, რაც წელიწადში 3 მლნ ბოთლს უდრის
11 / 12
მეღვინეობა საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგია
12 / 12
სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს ყურძნის მდიდარ მოსავალს ელოდება, რომლისგანაც ათობით ათასი ბოთლი ღვინო ჩამოისხმება