ხანძარი თბილისში: ცეცხლმა სავაჭრო ცენტრის ნაწილი გაანადგურა

Sputnik

თბილისის ცენტრში, რკინიგზის ცენტრალური სადგურის სიახლოვეს მდებარე სავაჭრო ცენტრ „თერგში“ დღეს ხანძარი გაჩნდა. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ფოტოკადრები შემთხვევის ადგილიდან.

ცეცხლი, სავარაუდოდ, სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე მდებარე საწყობში გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, ღია ცეცხლი 200 კვ.მ ფართობზე იყო გავრცელებული. ადგილზე 15 სახანძრო ბრიგადა და 80 მეხანძრე მუშაობდა. ამ დროისათვის ცეცხლი ჩამქრალია.

ადგილზე მყოფი მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის მოკლე ჩართვამ გამოიწვია, თუმცა ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

1 / 12
სავაჭრო ცენტრში ხანძრის ჩაქრობაზე 15 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა
2 / 12
ცეცხლი, სავარაუდოდ, სავაჭრო ცენტრის საწყობში გაჩნდა
3 / 12
ეს ამ ტერიტორიაზე პირველი ხანძარი არ არის
4 / 12
სავაჭრო ცენტრი „თერგი“ სადგურის მოედანზე მდებარეობს
5 / 12
მეხანძრეებმა ოპერატიულად იმუშავეს და ცეცხლის სხვა შენობებზე გავრცელება არ დაუშვეს
6 / 12
ცეცხლის ქრობაზე 80 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა
7 / 12
დამწვარია შენობის 200 კვ.მ ფართობი
8 / 12
ხანძრის დროს მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი იყო, რამაც საცობები წარმოქმნა
9 / 12
ხანძრის ლიკვიდაციას რამდენიმე საათი დასჭირდა
10 / 12
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა
11 / 12
საწყობში, სადაც ცეცხლი გაჩნდა, ძირითადად ჭურჭელი, პარფიუმერია და პიროტექნიკა ინახებოდა
12 / 12
ასე გამოიყურება ცეცხლისგან დაზიანებული საწყობი ხანძრის შემდეგ