კალაძე ყანჩელზე: მთავარი აღიარება ის სიყვარულია, რაც მისმა მუსიკამ დატოვა ადამიანებში

თბილისის მერი კახა კალაძე კომპოზიტორ გია ყანჩელზე საუბრობს.
Sputnik

„ის იყო განწყობის, მუსიკის დიდოსტატი, ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი ადამიანი. იყო მრავალი საერთაშორისო პრემიის ლაურეატი და მსოფლიოში აღიარებული შემოქმედი. თუმცა, მთავარი აღიარება არის ის სიყვარული, რასაც ის იღებდა ქართველი ხალხისგან“, – ამბობს კახა კალაძე.

კომპოზიტორი გია ყანჩელი დღეს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.