ყვითელი ამბები

სოფო ჭყონია მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სიაში შეიყვანეს

BoF500-ის სია ყოველწლიურად ახლდება და ქვეყნდება. ის ისეთ 500 ადამიანს აერთიანებს, რომლებიც მოდის სფეროში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და გავლენითაც სარგებლობენ.
Sputnik

თბილისი, 1 ოქტომბერი - Sputnik. თბილისის მოდის კვირეულის Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამაარსებელს სოფო ჭყონიას მსოფლიო აღიარება ეწვია. მოდაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების რეიტინგი – BoF 500 businessoffashion.com-მა გამოაქვეყნა, სადაც საქართველოდან სოფო ჭყონია მოხვდა.

როგორ გამოიყურებოდა ბავშვობაში დემნა გვასალია – ფოტო

BoF500-ის სია ყოველწლიურად ახლდება და ქვეყნდება. ის ისეთ 500 ადამიანს აერთიანებს, რომლებიც მოდის სფეროში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და გავლენითაც სარგებლობენ. სიაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შეხვდებით – დიზაინერებს, მოდელებს, მომღერლებს, მსახიობებს, ფოტოგრაფებსა და ა.შ.

სოფო ჭყონია დემნა და გურამ გვასალიების შემდეგ მესამე ქართველია, რომელიც BoF500-ის სიაში მოხვდა.

გერმანიაში, ამერიკაში და საფრანგეთში მიღებული განათლებით სოფო ჭყონიას თავდაპირველად რეჟისორობა სურდა, თუმცა მოგვიანებით მოდის სამყაროში აღმოჩნდა. სწორედ სოფოს სახელთან არის დაკავშირებული არაერთი ქართველი ნიჭიერი დიზაინერის აღმოჩენა.