სიღნაღში რესტორანს ცეცხლი უკიდია

ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
Sputnik

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. სიღნაღში რესტორან „ნიკალას" სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს, იუწყება პირველი არხი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

რესტორნიდან და სასტუმროდან ადამიანები ევაკუირებული არიან. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.